ვის მიუძღვნა ელ შაარავიმ გატანილი გოლი?
Aa
Aa

ვის მიუძღვნა ელ შაარავიმ გატანილი გოლი?

„რომას“ ახალწვეული, სტეფან ელ შაარავი „ჯალოროსის“ საკმაოდ კარგად მოერგო. მან ჯერ ფროზინონეს გაუტანა შესანიშნავი გოლი, ბოლო ტურში კი "სასუოლოსთანაც" გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ელ შაარავი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა და ერთ-ერთ ინტერვიუშ „ფარაონმა“ მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა:

"მოხარული ვარ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ვითამაშეთ მთელი გულით, დიდი ენთუზიაზმით და ვიმსახურებდით კიდეც გამარჯვებას. "რომას" ისედაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მე კი აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე გადავიტანე, მაგრამ დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. გოლი ჩემს ძმას და ოჯახის წევრებს ეძღვნებათ, რომლებმაც არ დაიზარეს და ტრიბუნიდან მიქომაგეს".

"ტრიგორიას ბაზაზე ხშირად ხუმრობენ, რომ ამიერიდან გუნდში იმპერატორთან ერთად, ფარაონიც ითამაშებს. ფრანჩესკო ტოტი თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელია და მასთან ერთად თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია. პირველი სწორედ ის დამიდგა გვერდში და საჭირო რჩევებიც მომცა. ტოტისთან ერთად ვარჯიში ფასდაუდებელი გამოცდილებაა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები