Aa
Aa

"სევილია" ზამთარში მუნირის შეძენას გეგმავს

ესპანური Mundo-ს ცნობით, „სევილია“ ზამთარში „ბარსელონას“ ფორვარდის მუნირის შეძენას შეეცდება.

ანდალუსიური კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას კლუბის სპორტულმა დირექტორმა ხუაკინ კაპარაოსმა განაცხადა, რომ „სევილია“ მუნირსა და მორატას აკვირდება.

კლუბს ფორვარდის დამატება სურს და „ბარსას“ 23 წლის შემტევი მათ გეგმებში შედის. როგორც კაპაროსმა აღნიშნა მუნირი მათ სათამაშო სტილს იდელაურად ერგება.

ანდალუსიელები არ დაელოდებიან ზაფხულს და მუნირის შეძენას იანვარშივე შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ მუნირ ელ ჰადადი „ბარსას“ სკოლის აღზრდილია. მან კატალონიელთა პირველი გუნდის რიგებში 56 შეხვედრა ჩაატარ. მის ანგარიშზე 11 გოლი და 12 საგოლე პასია.

აქვე გეტყვით, რომ თითო სეზონით მუნირი „ვალენსიასა“ და „ალავესში“ იყო განათხოვრებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები