250 მილიონი ევრო -
Aa
Aa

250 მილიონი ევრო - "ტოტენჰემმა" "რეალს" ერიკსენის ფასი დაუსახელა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალის“ საზაფხულო სატრანსფერო სიაში მოწინავე პოზიციას კრისტიან ერიკსენი დაიკავებდა.

როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს ახალი „რეალის“ აწყობა ძალიან ძვირი დაუჯდება.

ესპანური AS-ის ცნობით, „ტოტენჰემმა“ მადრიდელებს თავისი ერთ-ერთი ლიდერი შეუფასა - 250 მილიონი ევრო. სწორედ ამდენის გადახდა მოუწევს პერესს, თუ დანიელის შეძენას მოისურვებს.

ერიკსენს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება, თუმცა ლონდონელები მის დათმობას არ გეგმავენ და ხსენებული თანხაც სწორედ ამის დასტურია. ყველამ იცის, რომ „რეალი“ ამხელა ფულს არცერთ მოთამაშეში არ გადაიხდის.

პერესის წინა მცდელობა ჰარი კეინის გადაბირება იყო, რომელიც „დეზებმა“ 200 მილიონ ფუნტად შეუფასეს და მოლაპრაკებებსაც წერტილი იქვე დაესვა.

როგორც ჩანს, „ტოტენჰემს“ დიდი სამომავლო გეგმები აქვს და თავიანთ ლიდერებთან განშორებას ასე მარტივად არ გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები