Aa
Aa

"მოძალადე და მატყუარაა, მთელი მისი ცხოვრება სიცრუეა, ის ნაბი**არი ფსიქოპათია"

მსახიობი და მოდელი ჟასმინ ლენარდი, რომელიც 10 წლის წინ კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი გოგო იყო, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სკანდალურ წერილს, სადაც ის პორტუგალიელი ფეხბურთელის შესახებ საუბრობს და მას ნაბიჭვარ ფსიქოპატს უწოდებს.

ჟასმინმა მიმართა კეტრინ მაიორგას, რომელმაც რონალდუს ბრალი გაუპატიურებაში დასდო: „მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც ჩემი აზრით თქვენს საქმეს დაეხმარება“.

ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვერ ვიტან ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სტატუსსა და შესაძლებლობებს იყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შეაწუხონ (სექსუალურად) ადამიანები, რომლებსაც თავიანთი თავის დაცვა არ შეუძლიათ.

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კეტრინ მაიორგას დავეხმარო. როდესაც ქალი სექსუალური აქტის დროს ყვირის და გეუბნება, რომ გაჩერდე და შენ მაინც არ ჩერდები - უბრალოდ მოძალადე და მონსტრი ხარ. მე საერთოდ არ მაინტერესებს რამდენად კარგად თამაშობს ის ფეხბურთს და მღერის სიმღერებს.

ის ფიქრობს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებს და უკანონო მას არაფერი გაუკეთებია, თუმცა მე მქონდა მასთან ურთიერთობა 10 წლის წინ, რომელიც წელიწადნახევარს გრძელდებოდა და მე მაქვს წერილები და ჩანაწერები, რომლებიც საკმაოდ ძვირად ფასობს.

საკმაოდ დიდ ხანს ვიჯექი ჩუმად და ეს თანამონაწილედ მაქცევს. კეტრინ დამიკავშირდი, რომ მე შენ დაგეხმარო.

მიუხედავად რონალდუს მცდელობებისა, რომ მე გავჩუმებულიყავი და მისთვის დახმარება გამეწია, ვაპირებ, რომ სწორად მოვიქცე.

ვიცი, რომ მას ჩემთვის სასამართლოში ჩივილი შეუძლია და ბრალსაც დამდებს, მაგრამ ეს საზოგადოებრივი ინტერესია. მალე რონალდუ ხელშეუხებელი აღარ იქნება.

რონალდუს ფისქოლოგიური პრობლემები აქვს. ის მოძალადე და მატყუარაა. მთელი მისი ცხოვრება სიცრუეა. ის ნაბიჭვარი ფსიქოპათია“.

ჟასმინმა რონალდუსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მომენტი გაიხსენა: „მან მითხრა, რომ თუ სხვასთან წავიდოდი, ან ზოგადად სახლიდან გავიდოდი, ისინი დამიჭერდნენ, ნაწილებად დამჭრიდნენ, ჩანთაში ჩამტენიდნენ და ტბაში გადამაგდებდნენ.

რასაც ვამბობ, მე ამ ყველაფრის დამამტკიცებელი საბუთები მაქვს. ის ფსიქოპათია.

მე არ მეშინია, დიახ, მის ბინძურ საიდუმლოებებს წლების განმავლობაში ვმალავდი, თუმცა ამ სიტუაციამ საკმაოდ ღრმად შეტოპა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები