Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ოკლაჰომა - მინესოტა 117 – 119

რასელ უესტბრუკის „ოკლაჰომამ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „თანდერი“ ამჯერად საკუთრ მოედანზე, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ დამარცხდა. ოკლაჰომელებს გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე შეეძლოთ, თუმცა უესტბრუკის ორი სამქულიანიდან მიზანს არცერთმა უწია.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ენდრიუ უგინსი გახდა, რომელმაც მატჩი 40 ქულით დაასრულა. კარლ ენტონი თაუნსმა აქტივში 20 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო დარიო სარიჩი 15 ქულას დასჯერდა.

„ოკლაჰომას“ 27 ქულით პოლ ჯორჯმა ულიდერა. რასელ უესტბრუკმა 25 ქულასთან ერთად 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სტივენ ადამსმა მატჩი 20 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა, დენის შროდერმა კი 9 ქულა დააგროვა.

გოლდენ სტეიტი - ნიუ იორკი 122 – 95

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი წარმატებულ სვლას განაგრძობს. „მეომრებმა“ ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდნენ. „უორიორსმა“ დამაჯერებლად ითამაშა და მეტოქე ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა.

„გოლდენ სტეიტს“ 43 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა. კევინ დურანტი 24 ქულით გამოირჩა, ხოლო სტეფ კარი 14 ქულასა და ამდენივე შედეგიან გადაცემას დასჯერდა.

„ნიქსის“ კალათბურთელებს შორის საუკეთესო მარიო ჰეზონია გახლდათ, რომელმაც 19 ქულა მიითვალა. ენეს კანტერმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 12 ქულა, 16 მოხსნა. ნიუ იორკელთა ახალწვეულმა, კევინ ნოქსმა კი 12 ქულა დააგროვა.

სხვა მატჩების შედეგები

კლივლენდი - ინდიანა 115 – 123

ფილადელფია - ვაშინგტონი 132 – 115

მაიამი - დენვერი 99 – 103

ტორონტო - ატლანტა 104 – 101

ფენიქსი - საკრამენტო 115 – 111

კლიპერსი - შარლოტი 128 - 109

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები