გორგოძე ჰრადეჩკასთან 2 სეტში დამარცხდა
Aa
Aa

გორგოძე ჰრადეჩკასთან 2 სეტში დამარცხდა

ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი გამოცდილ ჩეხ ლუსი ჰრადეჩკასთან 2 სეტში დამარცხდა.

მატჩის პირველ სეტში ეკოს ბრეიკის შესრულების 11 შანსი მიეცა, თუმცა ვერცერთი ვერ გამოიყენა და ჰრადეჩკამ ამით ისარგებლა, პირველსავე შესაძლებლობისას მეტოქის მოწოდება აიღო და სეტი 6:3-ით დახურა. მეორე პარტიაში ჩვენი თანამემამულე ბრეიკით 2:1 დაწინაურდა, რასაც ჩავარდნა მოჰყვა და შეხვედრაც საათსა და 35 წუთში, 3:6; 3:6 დასრულდა.

გორგოძემ 2 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ერთადერთი ბრეიკი შეასრულა, მეტოქემ კი მისი ჩაწოდება 4-ჯერ აიღო, ჯამში გათამაშებული 142 ქულიდან, 77 ჰრადეჩკამ მოიგო, 65 კი - გორგოძემ.

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო აღარაა, სამაგიეროდ, 14 იანვარს ძირითადი ბადის შეხვედრები იწყება, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები