„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა

გასულ ტურში საკუთარ მოედანზე „ლორიენის“ დამარცხებით, „პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ პარიზულ გუნდს „ლიგა 1“-ში უკვე 33 მატჩია რაც არ წაუგია და ამით 1994-95 წლებში „ნანტის“ მიერ ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 32 წაუგებელ მატჩს მოიცავდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში „პარი სენ ჟერმენი“ სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული და უახლოეს მდევარს 22 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები