მაიკ კონლი
Aa
Aa

მაიკ კონლი "მემფისის" ისტორიაში შევიდა

მარკ გასოლის და მაიკ კონლის „მემფისი“ სერიოზულ კრიზისში იმყოფება. „დათვებმა“ წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დაიწყეს, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან უჭირთ და უკანასკნელი 16 შეხვედრიდან მხოლოდ სამში იმარჯვეს.

მემფისელებმა წარმატების მიღწევა ვერც გამთენიისას, „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შეძლეს. „დათვებმა „პელიკანს“ ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და უშანსოდ, 114-95 დამარცხდნენ.

„მემფისის“ რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი მაიკ კონლი გახლდათ. ეს უკანასკნელი საკმაოდ პროდუქტიული იყო და გუნდის ისტორიაში შესვლაც მოახერხა. კონლი „დათვების“ მაისურით მოასპარეზე პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 20 ქულაზე და 10 შედეგიან გადაცემაზე მეტის დაფიქსირება 16 შეხვედრაში შეძლო.

31 წლის გამთამაშებელი წლევანდელ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მაიკმა მონაწილეობა 38 მატჩში მიიღო და საშუალოდ 20.2 ქულას, 6.1 ასისტს და 1.3 ჩაჭრას აგროვებს. მისი ბრწყინვალე ასპარეზობის მიუხედავად  „მემფისს“ 18 მოგება და 22 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები