მიჰაილოვიჩის მატჩის შემდგომი კომენტარი
Aa
Aa

მიჰაილოვიჩის მატჩის შემდგომი კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში "მილანი" პალერმოს ესტუმრა და სიცილიიდან მორიგი 3 ქულის წამოღება მოახერხა. მიუხედავად გამარჯვებისა, მატჩის შემდეგ "როსონერის" მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი საკუთარი გუნდის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო:

მოვიგეთ, თუმცა საკუთარი გუნდით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ. ფეხბურთელებმა იმ დავალებების შესრულება ვერ შეძლეს რომელიც მე მივეცი. ყველაფრის მიუხედავად მიზანს მივაღწიეთ და ზედიზედ მეორე მატჩი მოვიგეთ. მოთამაშეებმა იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული ქულა. „პალერმოს“ პირველ ნახევარში საკმაოდ ბევრი პრობლემები შევუქმენით და 2 გოლის გატანა მოვახერხეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ბურთზე კონტროლი გაეგრძელებინათ და მეტოქის ნახევარზე პრესინგი ეთამაშათ. მესამე გოლის მოლოდინში ვიყავი, თუმცა...

ღირსება ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. შეიძლება მატჩი წააგო თუმცა მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს იმედები არ უნდა გაუცრუო. ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ შეუტიონ, ბოლომდე დაიხარჯონ და დასახული მიზნისათვის იბრძოლონ“ - განაცხადა სინიშა მიჰაილოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები