AS: ტონი კროოსი სამ კვირას იუქმებს!
Aa
Aa

AS: ტონი კროოსი სამ კვირას იუქმებს!

„მადრიდის რეალს“ პრობლემები არ ელევა. „სოსიედადთან“ მარცხიდან რამდენიმე საათის შემდეგ „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.

„ლოს ბლანკოსის“ ოფიციალურმა გვერდმა სამედიცინო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ბარძაყის შიდა კუნთი გაიწყვიტა და გუნდს გარკვეული დროის მანძილზე ვერ დაეხმარება.

მადრიდელებს 29 წლის ნახევარმცველის დაბრუნების თარიღი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა როგორც AS იუწყება კროოსი ვარჯიშს სამი კვირის შემდეგ განაახლებს. თუ ესპანური გამოცემის პროგნოზი გამართლდა გერმანელი ფეხბურთელი „ლეგანესთან“, „სევილიასთან“ და „ბეტისთან“ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

კროოსის გარდა „სამეფო კლუბის“ ლაზარეთში გარეტ ბეილი, მარიანო, მარკო ასენსიო და მარკოს ლორენტე იმყოფებიან. რაც შეეხება სანტიაგო სოლარის გუნდს, „რეალს“ 30 ქულა აქვს და თავისთვის უჩვეულო, მეხუთე ადგილს, იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები