Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

დეტროიტი - სან ანტონიო 107 -119

გამთენიისას ზაზა ფაჩულიას გარეშე მოასპარეზე „დეტროიტმა“ მორიგი მარცხი განიცადა. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება და მის არყოფნაში „პისტონსი“ ამჯერად გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოსთან“ დამარცხდა.

„სპურსს“ 26 ქულით დემარ დეროუზენმა ულიდერა. ლამარკუს ოლდრიჯმა თავი 25 ქულას მოუყარა, ხოლო დერიკ უაითი 17 ქულით გამოირჩა.

„დეტროიტის“ რიგებში 34 ქულით საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ. ანდრე დრამონდმა მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 19 ქულა, 14 მოხსნა. რეჯი ჯექსონი კი 14 ქულას დასჯერდა.

ჰიუსტონი - დენვერი 125 – 113

ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. ტეხასელებმა ამჯერად დასავლეთ კონფერენციის ლიდერს, „დენვერს“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„როქეთსის“ სუპერვარსკლავმა გუნდს 32 ქულა, 14 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა შესძინა. კლინტ კაპელა 31 ქულასა და 9 მოხსნა დასჯერდა, პი ჯეი ტაკერი კი 21 ქულით გამოირჩა.

„დენვერს“ 25 ქულითა და 13 მოხსნით ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. მონტე მორისმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. გერი ჰერისმა კი აქტივში 14 ქულა ჩაიწერა.

სხვა მატჩების შედეგები

მილუოკი - იუტა 114 – 102

ბოსტონი - ბრუკლინი 116 – 95

ნიუ ორლეანი - მემფისი 114 – 95

დალასი - ლეიკერსი 97 – 107

პორტლენდი - ნიუ იორკი 111 – 101

საკრამენტო - ორლანდო 111 – 95

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები