ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "ვწუხვარ ნევილისა და "ვალენსიას" გამო"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუშინდელი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ოპონენტისთვის ბოდიშის მოხდა სცადა. როგორც იცით, ესპანეთის თასის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნოუ კამპზე" "ბარსამ" "ვალენსიას" 7:0 გადაურბინა.

"კარგად გამოჩნდა, რომ ვალენსიელებს ცუდი დროება უდგათ. ნევილისა და მისი გუნდის ასეთ მდგომარეობაში ხილვა არც ჩვენთვის ყოფილა სასიამოვნო. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სულ მალე ჩვეულ დონეს დაუბრუნდებიან, რადგან დღეს რაც ხდებოდა მხოლოდ სპორტული შეცდომების შედეგია. ჩემმა შეგირდებმა კი დავალებები კარგად შეასრულეს, ისინი მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ"... - განაცხადა კატალონიელთა თავკაცმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები