Aa
Aa

"არსენალი" ხამესის შეძენას გეგმავს - 63 მილიონი ფუნტი კოლუმბიელის სანაცვლოდ

Mirror-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" მადრიდის "რეალის" საკუთრებაში მყოფი და ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" განათხოვრებული ხამეს როდრიგესის შეძენას გეგმავს.

ხამესი "რეკორდმაისტერში" 2 წლიანი იჯარით იმყოფება. "მეთოფეები" "რეალისგან" მის გამოსყიდვას შეეცდებიან და მადრიდელებს 63 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.

"ბაიერნის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ხამესს დიდად არ ენდობა და მას საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

კოლუმბიელი გამთამაშებელის შეძენით ასევე "ლივერპულიც" ინტერესდება და მოსალოდნელია, რომ ხამესისთვის დიდი ბრძოლა გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ხამესმა "ბაიერნის" მაისურით 50 მატჩი გამართა, მის ანგარიშზე 11 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები