ისტორიაში პირველად! - ქართველი ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგის ოცეულშია!
Aa
Aa

ისტორიაში პირველად! - ქართველი ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგის ოცეულშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2019 წელი დოჰას ტურნირზე გამოსვლით დაიწყო და ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

ნიკოლოზმა დოჰაში ნაჩვენები წინა წლის შედეგი გააუმჯობესა, რამაც სარეიტინგო ქულები შემატა და დღეს, 7 იანვარს, ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. ბასილაშვილმა ATP-ს კლასიფიკაციაში 1 ადგილით აინაცვლა და ამჟამად, 1820 ქულით, მსოფლიოს მე-20 ჩოგანია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბასილაშვილი ჩვენი ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. მელბურნში გასამართი გათამაშება 14 იანვარს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები