Aa
Aa

ეფექტური ბითაძე - "ბუდუჩნოსტის" მარტივი გამარჯვება და დაბრუნება ლიდერთა სამეულში

ადრიატიკის ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" "იგოკეას" უმასპინძლა და დამაჯერებლად 90:70 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 23:19 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი ბითაძის ჩაჭრა და ეფექტური ჩატენვა გახლდათ.


 

ამ გამარჯვების (მე-9) შემდეგ "ბუდუჩნოსტი" სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს ბელგრადში "ფმპ"-ის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები