პიპენი ლებრონს:
Aa
Aa

პიპენი ლებრონს: "თუ შენ საუკეთესო ხარ, მაშინ ამის თქმა რატომ გჭირდება?"

როგორც მოგეხსენებათ ლოს ანჯელეს "ლეიკერსის" ლიდერმა და ბოლო წლების პლანეტის საუკეთესო კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და საკუთარი თავი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ლებრონმა მისი ასეთი განცხადება 2016 წელს მოპოვებული ბეჭდით დაასაბუთა, როდესაც მისმა "კლივლენდმა" სუპერ ფინალში დაამარცხა "გოლდენ სტეიტი", რომელიც სერიას 3:1-ს იგებდა და რომელმაც რეგულარული სეზონი 73-9-ზე დაასრულა.

"ყველა ამბობდა, რომ ეს "უორიორსი" ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო და ჩვენ მათ ფინალური სერია 1:3-დან მოვუგეთ.

ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მოვახერხეთ. ჩემს კარიერაში ეს საოცარი მომენტი იყო. იმის დროც არ მქონდა, რომ დავმჯდარიყავი და ეს ყველაფერი გამეანალიზებინა".

"მეფის" ასეთ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯეიმსს ჰყავდა მომხრეებიც, თუმცა უმრავლესობამ ის მკაცრად გააკრიტიკა და მათ შორის ერთ-ერთი ლეგენდარული "ჩიკაგო ბულსის" წევრი სკოტი პიპენი გახლდათ.

"თუ თქვენ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ხართ, თუ ხალხი თვლის რომ საუკეთესო ხართ, ან ხალხი თვლის, რომ საუკეთესო ჯორდანია, მაშინ თქვენ ამის საჯაროდ თქმა რაში გჭირდებათ?..

მაიკლ ჯორდანს არასდროს, არასდროს უთქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესო იყო. რატომ? ის პატივს სცემდა იმ მოთამაშეებს, რომლებიც მის გამოჩენადმე იყვნენ.

შენ არ შეგიძლია, რომ თქვა ხარ ყველა დროის საუკეთესო.

ისტორიაში საუკეთესო არის ის, ვინც ტიტული სამჯერ მოიგო, შემდეგ ორი წლით წავიდა, დაბრუნდა და ჩემპიონობა ისევ 3-ჯერ იზეიმა. ჩემთვის საუკეთესო სწორედ ამას ნიშნავს".

პიპენმა მინიშნება რა თქმა უნდა მაიკლ ჯორდანზე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები