''ბაიერნმა'' რიბერი დასაჯა
Aa
Aa

''ბაიერნმა'' რიბერი დასაჯა

საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის ''ბაიერნმა'' ფრანგი ნახევარმცველი ფრენკ რიბერი დასაჯა.

როგორც მოგეხსენებათ, ფრენკი ბოლოს დუბაიში იმყოფებოდა, სადაც ცნობილ თურქ მზარეულს ნუსროთ გიოქჩეს ესტუმრა და მისი სახელგანთქმული სტეიკიც მიირთვა.

რიბერიმ ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო საკუთარი ინსტაგრამის გევრდზე ატვირთა, სადაც ჩანს, თუ როგორ ელოდება ფრენკი თავის მოოქროვილ სტეიკს, რომელიც 1200 ევრო დაუჯდა.

ამ ყველაფერმა ფეხბურთელის "ფოლოუერების" გაღიზიანება გამოიწვია. სახალხო კრიტიკამ კი რიბერი გააბრაზა და მისი პასუხი საკმაოდ უხამსი და დაუნდობელი იყო.

ამასთან დაკავშირებით კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კომენტარი გააკეთა.

ბოსნიელის თქმით რიბერის მიერ გაკეთებული კომენტარი კლუბისთვის მიუღებელია. სალიჰამიჯიჩმა ასევე აღნიშნა, რომ რიბერისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.

ჯერჯერობით "ბაიერნი" რიბერის სასჯელის ფორმას არ ასაჯაროებს.

"მოდით დავიწყოთ არაკეთილმოსურნეებით, რომლებიც გახვრეტილი პრეზერვატივის წყალობით დაიბადნენ. შევეცი თქვენს დედებს, ბებიებს, ბაბუებს და მთელს საგვარეულო ხეს! მე თქვენი არაფერი მმართებს. ჩემი წარმატება მხოლოდ ღმერთისა და იმ ახლობლების დამსახურებაა, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ.

რაც შეეხება ფსევდოჟურნალისტებს, რომლებიც ჩემი კრიტიკით არიან დაკავებულნი. როდესაც ფულს ქველმოქმედებაში ვხარჯავ (რადგან მე მასწავლეს, რომ ასე უნდა მოვიქცე, როცა ბევრს გამოვიმუშავებ), მაშინ რატომ არავინ არაფერს წერს? არა, თქვენ მხოლოდ ჩემი შვებულების და ოჯახის შესახებ გირჩევნიათ წეროთ. ამოწმოთ, სად და რას ვჭამ. როდესაც ასეთი ზედაპირული რაღაცები ხდება, თქვენ ყოველთვის იქ ჩნდებით", - წერდა რიბერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები