''წითელ ეშმაკებს'' სერბი მცველი სურთ
Aa
Aa

''წითელ ეშმაკებს'' სერბი მცველი სურთ

‘‘მანჩესტერ იუნაიტედის’’ მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს ‘‘ფიორენტინას’’ სერბი მცველის, ნიკოლა მილენკოვიჩის გადაბირება სურს. Sun-ის ცნობით ‘‘წითელი ეშმაკები’’ მზად არიან 21 წლის მცველის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

ახალგაზრდა მცველის შეძენით მადრიდის ‘‘ატლეტიკო’’ და ტურინის ‘‘იუვენტუსიც’’ ინტერესდებიან. მოთამაშის სიმაღლე 195 სმ-ს შეადგენს. მას შეუძლია როგორც ცენტრალური მცველის, ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში.

2017 წელს ბელგრადის ‘‘პარტიზანიდან’’ ფლორენციულ კლუბში გადავიდა და მას შემდეგ იტალიის სერია ა-ში გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები