ბრწყინვალე საჩუქარი ნეიმარს დაბადების დღეზე
Aa
Aa

ბრწყინვალე საჩუქარი ნეიმარს დაბადების დღეზე

შესანიშნავი სიურპრიზი მოუმზადეს კატალონიური "ბარსელონას" სუპერვარსკვლავ ნეიმარს, რომელიც ხვალ, 5 თებერვალს 24 წლისა სრულდება. 

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ორლანდოში მდებარე მუზეუმ Madame Tussauds-ში ფეხბურთელის ცვილის ქანდაკებას დადგამენ. 

"დღეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ორლანდოში მსოფლიოში ცნობილ მუზეუმში მოხვედრა უდიდესი პატივია. ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ ჩემს ცვილის ფიგურას Madame Tussauds-ში". - აღფრთოვანებით აცხადებს ფეხბურთელი.

გეტყვით იმასაც, რომ ორლანდოში მდებარე Madame Tussauds-ში სპორტსმენთაგან უკვე არის დევიდ ბექჰემის, სერენა უილიამსის, ტაიგერ ვუდსისა და შაკილ ო'ნილის ფიგურები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები