Aa
Aa

"რეალი" ერიკსენს უმიზნებს

ესპანური As-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი იქნება.

მადრიდელებს "დეზებთან" კარგი ურთიერთობა აქვთ და ამის გაგრძელება სურთ. მოდრიჩისა და ბეილის შეძენის შემდეგ "რეალს" ერიკსენიც სურს.

თუ ჰარი კეინი ზედმეტად ძვირად იქნა შეფასებული და "ბლანკოსმა" მისი შეძენა გამორიცხა, ერიკსენის შემთხვევაში საქმე ასე არ გახლავთ.

ტრანსფერმაკრეტზე დანიელი გამთამაშებელი 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

სეზონის ბოლოს "რეალში" წმენდაა დაანონსებული და ფლორენტინო პერესი ახალი გუნდის აშენებას გეგმავს. ერიკსენი სამეფო კლუბის სიაში მოწინავე პოზიციას იაკვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები