Aa
Aa

NBA: ყველა დროის რეკორდი - 41 ზუსტი სამქულიანი ერთ შეხვედრაში!

NBA-ს გასულ ტურში ლიგის ახალი რეკროდი დამყარდა.

საკრამენტოში ერთმანეთს "კინგსი" და "გოლდენ სტეიტ უორიორსი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ჯამში 250 ქულა ჩავარდა, რომელთაგან 41 სამქულიანი იყო, რაც NBA-ს ყველა დროის რეკორდია.

დღემდე ერთ კონკრეტულ შეხვედრაში 41 სამქულიანი არასდროს ჩავარდნილა.

მატჩი ოკლენდელებმა 127:123 მოიგეს, რაშიც მთავარი როლი სტეფ კარიმ ითამაშა, რომელმაც 42 ქულა ჩააგდო. 29 ქულით, 9 გადაცემითა და 5 მოხსნით გამოირჩა კევინ დურანტი.

ამ გამარჯვების შემდე სტივ კერის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 26 მოგებითა და 14 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება "საკრამენტო კინგსს" - 19 მოგებითა და 20 მარცხით დასავლეთში მე-10 ადგილს იკავებს.

აქვე გეტყვით, რომ დასავლეთ კონფერენციას 26 გამარჯვებითა და 11 მარცხით "დენვერ ნაჯეთსი" ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები