ანანიძე ''სპარტაკს' ემშვიდობება - ქართველი ''ვიტესში'' ითამაშებს
Aa
Aa

ანანიძე ''სპარტაკს' ემშვიდობება - ქართველი ''ვიტესში'' ითამაშებს

რუსული მედიის ცნობით ჯანო ანანიძე კარიერას ჰოლანდიის ჩემპიონატის კლუბ არნემის ''ვიტესში'' გააგრძელებს. Р-Спорт-ის ცნობით ანანიძე არნემულ კლუბში გადასვლას დათანხმდა, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ლეგიონერი ხელფასის შემცირებას დათანხმდა.

''სპარტაკი'' ფეხბურთელს ჰოლანდიურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაუშვებს.

ანანიძემ გასულ და მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში პრემიერლიგის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიზეზი მძიმე ტრავმებია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის ''სპარტაკში'' აქვს გატარებული. რუსულმა კლუბმა 2013-14 წლების სეზონში ანანიძე ''როსტოვში'' გაანათხოვრა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში sport-express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით მოსკოვის ''სპარტაკს'' ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე დატოვებდა. გასულ თვეში კლუბმა ფეხბურთელის აგენტს მიმართა. მიმართვის მიხედვით აგენტს ქართველი ფეხბურთელისთვის  ახალი გუნდის მოძებნა მოუწევდა.

ანანიძის გადაბირება ''კრილია სოვეტოვს'' სურდა, თუმცა ფეხბურთელმა სამარულ კლუბში თამაშზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები