კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "დგება დრო, როცა მარცხდები...გადამწყვეტ მომენტებში არ გაგვიმართლა"

ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში ''მანჩესტერ სიტიმ'' ''ეტიჰედზე'' 2:1 დაამარცხა ''ლივერპული,'' რომლის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ''ქალაქელებთან'' შეხვედრის შესახებ ისაუბრა. 

''ეს თამაში იყო რთული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენთვის. ორივე გუნდისთვის ნამდვილად რთული თამაში იყო.

დგება დრო, როცა მარცხდები. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში პირველად ''მანჩესტერ სიტისთან'' დავმარცხდით, მაგრამ სიურპრიზი არავისთვის იქნებოდა თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა.

გადამწყვეტ მომენტებში არ გაგვიმართლა, თუმცა გასაგებია, შეუძლებელია ყოველთვის იღბლიანი იყო.

მანჩესტერული კლუბი რამდენჯერმე დავამარცხეთ, თუმცა ამჯერად მეტოქემ უკეთ ითამაშა.''

ინგლისის ასოციაციის თასზე, 7 იანვარს ''ლივერპულს'' ''ვულვერჰემპტონს'' ესტუმრება. კლოპი დაადასტურა, რომ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება და მეკარე მინოლე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.

იურგენ კლოპმა სიმონე მინოლეს შესახებ ისაუბრა: ''მას იმდენი კარგი თვისება აქვს, მინოლეს შესახებ წიგნის დაწერა შემიძლია. ის ბრწყინვალე პროფესიონალია.

ის მუდმივად არ თამაშობს, თუმცა ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობს, ფორმას არ კარგავს, ვარჯიშის ხარჯზე დონეს ინარჩუნებს, ეს დაუჯერებელია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები