რაბიო და
Aa
Aa

რაბიო და "ბარსა" ყველაფერზე შეთანხმდნენ

Goal-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ადრიენ რაბიოსთან ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა.

23 წლის ფრანგი ნახევარმცველი "ბარსასთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.

რაბიოს წარმომადგენლებს სურდათ, რომ "ბლაუგრანას" ფეხბურთელისთვის წლიურად 15 მილიონი გადაეხადა, თუმცა ეს ვერ შეძლეს და საბოლოოდ ესპანურმა კლუბმა თავისი მაინც გაიტანა.

ფრანგ შუახაზელს "კამპ ნოუზე" გადასვლა იანვარშივე სურს, თუმცა კლუბი მის სანაცვლოდ თანხის გადახდას არ აპირებს და ზაფხულს ელოდება, როცა რაბიოს კონტრაქტს ვადა გაუვა და ის მათ რიგებში სრულიად უფასოდ ჩაეწერება.

ადრიენ რაბიო "პსჟ"-ს პირველი გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 227 შეხვედრაში 24 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები