სოლსკიაერი კარასკოს იწვევს
Aa
Aa

სოლსკიაერი კარასკოს იწვევს

‘‘მანჩესტერ იუნაიტედმა’’ შესაძლოა იანიკ-ფერეირა კარასკო გადაიბიროს. ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ჩინური ‘‘დალიან იიფანის’’ ღირსებას იცავს. Foot Mercato-ს ცნობით ‘‘წითელი ეშმაკები’’ მზადა არიან ახალგაზრდა მოთამაშის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ. გარემარბის გადაბირება ინგლისური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის სურვილია.

25 წლის ფეხბურთელი 2018 წლის დასაწყისში მადრიდის ‘‘ატლეტიკოდან’’ჩინეთის ჩემპიონატში გადავიდა, რაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით აიხსნება. აზიაში კარასკოს ყოველკვირეული ხელფასი 170 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ესპანეთის და ჩინეთის ჩემპიონატის გარდა კარასკო 2012-15 წლებში საფრანგეთის ლიგა 1-ში ასპარეზობდა და ‘‘მონაკოს’’ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები