''მალიორკა'' აბურჯანიას იწვევს
Aa
Aa

''მალიორკა'' აბურჯანიას იწვევს

ესპანური საფეხბურთო კლუბი ''ლუგო'' შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ დატოვოს. futboldesdemallorca-ს ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი შესაძლოა ''მალიორკაში'' გადაბარგდეს.

''ლუგოს'' მსგავსად ''მალიორკაც'' ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს.

აბურჯანია ''სევილიას'' საკუთრებაა და ''ლუგოში'' გასულ ზაფხულში იჯარის წესით ჩაირიცხა, თუმცა ''ლუგოს'' სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ვერ იქცა. მიმდინარე სეზონში აბურჯანიამ ლა ლიგა 2-ში 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 1 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე მხოლოდ 448 წუთი გაატარა.

აბურჯანია რუსთავის ''მეტალურგის,'' გორის ''დილას,'' თბილისის ''ლოკომოტივის,'' კვიპროსული ''ანორთოსისისა'' და ''ხიმნასტიკის'' ყოფილი მოთამაშეა.

2016 წლის იანვარში აბურჯანია ''ანორთოსისიდან'' ''ხიმნასტიკში'' გადავიდა და მას შემდეგ ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები