მენი პაკიაო:
Aa
Aa

მენი პაკიაო: "მინდა ბრონერი ნოკაუტით დავამარცხო"

19 იანვარს მენი პაკიაო და ადრიენ ბრონერი WBA-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. 40 წლის ფილიპინელი დაპირისპირებას მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, რომ „პაკმენისთვის“ აღნიშნული შერკინება კარიერაში 70-ე იქნება. 

პაკიაოს ანგარიშზე 60 მოგება, 7 მარცხი და ორი ფრეა. მენიმ უკანასკნელი შეხვედრა ლუკას მატისეს წინააღმდეგ გამართა და WBA-ის ჩემპიონის სტატუსი სწორედ არგენტინელის დამარცხებით დაისაკუთრა.

„პაკმენი“ ბრონერთან ორთაბრძოლას იმედიანად ხვდება. ფილიპინელი მოკრივე დარწმუნებულია, რომ ქამრის შენარჩუნებას მოახერხებს და შთამბეჭდავ გამარჯვებას გაიფორმებს.

„მინდა ბრონერი ნოკაუტით დავამარცხო. მატისესთან მოპოვებულმა წარმატებამ გამახსენა რა სასიამოვნოა ოპონენტის ნოკაუტში ჩაგდება, ამიტომ მსურს იგივე 19 იანვარსაც გავიმეორო“.

„არგენტინელთან მიღწეული გამარჯვების შემდეგ საოცარი შეგრძნება დამეუფლა და ჩემი გამოსვლა გულშემატკივრებსაც მოეწონა. მინდა მათი გულები კიდევ ერთხელ გავახარო“.

„ბრონერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იგი კარგი მოკრივეა, რომელმაც იცის საკუთარი თავი და ბრძოლა როგორ გაყიდოს. რინგზე ადრიენის პირისპირ გამოსვლას მოუთმენლად ველი, ვფიქრობ წინ შესანიშნავი ორთაბრძოლა გველის“.

ცხელი ამბები