ბენჟამინ მენდი სტიუარდების სტადიონზე შევარდნილი გულშემატკივარი ეგონათ
Aa
Aa

ბენჟამინ მენდი სტიუარდების სტადიონზე შევარდნილი გულშემატკივარი ეგონათ

პრემიერ ლიგის 21-ე ტური ტიტანების შერკინებით დასრულდა, რომელშიც პეპ გუარდიოლას „სიტიმ“ იურგენ კლოპის „ლივერპულს“ ლეროი სანეს გოლის წყალობით სძლია. მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა სახალისო ფაქტი იხილეს.

„ქალაქელების“ მარცხენა მცველი, ბენჟამინ მენდი, რომელსაც ამჟემად ტრავმა აწუხებს, მოედანზე „შევარდა“. მისი მიზანი თანაგუნდელ კუნ აგუეროსთან ჩახუტება იყო.

ჩაცმულობიდან გამომდინარე სტადიონზე მყოფ სტიუარდებს ფრანგი უკანახაზელი გულშემატკივარი ეგონათ და ორმა მათგანმა მისი შეჩერება სცადა. ისინი მენდის გაეკიდნენ, თუმცა საკუთარი შეცდომა მალევე გაანალიზეს და თავის „დაძვრენა“ მსაჯებთან მისვლით და მათთვის მადლობის გადახდით სცადეს.

 

მენდიმ აღნიშნული მომენტის ამსახველი კადრები „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და თან ასეთი ტექსტი დაურთო: „გუშინ სტადიონზე შევარდნის გამო კინაღამ შემბოჭეს. თავი ანტონიო ბრაუნი მეგონა, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს დაუსხლტა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები