„ტოტენჰემმა“ ალდერვეირელდი 2020 წლამდე დაიტოვა
Aa
Aa

„ტოტენჰემმა“ ალდერვეირელდი 2020 წლამდე დაიტოვა

„ტოტენჰემმა“ ტობი ალდერვეირელდის კონტრაქტში ჩადებული პუნტქი აამოქმედა და ბელგიელი ცენტრალური მცველი 2020 წლამდე დაიტოვა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის უკანახაზელის გადმობირებით რამდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული. ყველაზე მეტად მოურინიოს „მანჩესტერი“ აქტიურობდა, თუმცა პორტუგალიელის წასვლის შემდეგ „წითელმა ეშმაკებმა“ შესაძლოა პოლიტიკა შეცვალონ.

ალდერვეირელდი „დეზების“ ერთ-ერთი ლიდერია. ტობი დაცვაში სტაბილური თამაშით გამოირჩევა და წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგის 19 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ამოქმედებული პუნქტის თანახმად ბელგიელი მცველის მსურველებს, მისი შეძენა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 25 მილიონ ფუნტად შეეძლებათ.

ალდერვეირელდი „ტოტენჰემის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ჩრდილოეთ ლონდონელებმა იგი 11.8 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები