გუარდიოლამ ლაპორტე და ბერნარდო სილვა შეაქო
Aa
Aa

გუარდიოლამ ლაპორტე და ბერნარდო სილვა შეაქო

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში ‘‘მანჩესტერ სიტიმ’’ ‘‘ეტიჰედზე’’ ‘‘ლივერპული’’ 2:1 დაამარცხა. იურგენ კლოპის გუნდი ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

‘‘ლივერპულთან’’ მოგებული მატჩის შემდეგ ‘‘მანჩესტერ სიტის’’ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ბერნარდო სილვას ხოტბა შეასხა.

‘‘მან უმაღლეს დონეზე ითამაშა. ბერნარდო სილვამ ტექნიკური უნარები არაერთხელ გამოავლინა, მაგრამ დღეს ის ძალიან აგრესიული იყო და მეტოქეს ბურთი არაერთხელ აართვა. მან დაამტკიცა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.’’

გამარჯვების შემდეგ ‘‘ქალაქელების’’ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ემერიკ ლაპორტე და ბერნარდო სილვა შეაქო.

‘‘უმჯობესი იქნებოდა უფრო მაღალი და ფიზიკურად უფრო ძლიერი ფეხბურთელი რომ მყავდეს, თუმცა ბერნარდო შესანიშნავი იყო. მან ყველაფერი გააკეთა. მან ყველა დუელი მოიგო.

აღფრთოვანებული ვარ ფეხბურთელებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ გუნდისთვის მაშინაც კი, როცა მათთვის არაკომფორტულ პოზიციაზე უწევთ თამაში.

არ დაგვავიწყდეს, რომ ორი სეზონი ტიპიური მარცხენა მცველის გარეშე ვითამაშეთ. ფაბიან დელფი ნახევარმცველია, ხოლო ალექს ზინჩენკო ფლეიმეიქერი. ‘‘ლივერპულთან’’ ლაპორტემ შესანიშნავად ითამაშა. სალაჰისა და მანეს წინააღმდეგ თამაში მსოფლიოს ნებისმიერი მცველისთვის რთულია. ეს ბიჭები ოპონენტებს ანადგურებენ და ჩვენ ისინი კარგად გავაკონტროლეთ.’’

პორტუგალიელი ნახევარმცველის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ‘‘ლივერპულთან’’ საგოლე გადაცემა შეასრულა.

‘‘ლივერპულის’’ კარში გამარჯვების გოლი ლეროი სანემ გაიტანა და მერსისაიდული კლუბი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

21 ტურის შემდეგ ‘‘ლივერპული’’ 54 ქულით პირველ ადგილზეა და ‘‘მანჩესტერ სიტი’’ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები