UFC-ის ყოფილი მებრძოლი: „მეივეზერისა და ნასუკავას ორთაბრძოლა დადგმული იყო“
Aa
Aa

UFC-ის ყოფილი მებრძოლი: „მეივეზერისა და ნასუკავას ორთაბრძოლა დადგმული იყო“

ფლოიდ მეივეზერისა და ტენშინ ნასუკავას დაპირისპირებას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მოგეხსენებათ ამერიკელმა სპორტსმენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და იაპონელი პირველივე რაუნდში დაამარცხა, თუმცა კრივის ქომაგების აზრით ფლოიდის დომინაცია მისი ოპონენტის სისუსტით გახლდათ განპირობებული.

გულშემატკივრების აზრს ბრენდან შაუბიც იზიარებს. ეს უკანასკნელი UFC-ის ყოფილი მებრძოლია. იგი კარიერის მანძილზე ოქტაგონზე 15-ჯერ გამოვიდა და გამარჯვების მოპოვება 10-ჯერ მოახერხა. ბრენდანმა საკუთარი აზრი თავისივე გადაცემაში დააფიქსირა და განაცხადა: „პორნოგრაფიულ ფილმებში მსახიობები გაცილებით უკეთ თამაშობენ“.

„ფლოიდი ჩვეულ სტიქიაში იყო. მეივეზერი შეტევაზე გახლდათ ორიენტირებული და თავის თავს ჰგავდა, მაგრამ ტენშინს სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილები ნამდვილად არ აწყენდა“.

„ორგანიზატორებს ვინმე უნდა დაექირავებინათ, ვინც იაპონელს რინგზე ბუნებრივად დაცემაში და სახეში დარტყმების მიღებაში წაავარჯიშებდა“.

„მეივეზერისა და ნასუაკავას ორთაბრძოლა დადგმული იყო. ვინმეს სჯერა, რომ რეალური დაპირისპირება ვიხილეთ? იმედი მაქვს ტენშინმა სოლიდური ჰონორარი მაინც მიიღო“...

ცხელი ამბები