22 წლის ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბში
Aa
Aa

22 წლის ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბში

ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბ ''დენ ბოსხში'' 22 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან ჟორდანია ჩაირიცხა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მოთამაშესა და კლუბს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა, თუმცა შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ მხარეებმა ახალი ხელშეკრულება გააფორმონ.

ჰოლანდიის რანგით მეორე ლიგაში 19 ტურის შემდეგ ''დენ ბოსხი'' 40 ქულით გათამაშების ლიდერია და ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის.

ლევან ჟორდანია არნემის ''ვიტესის'' ყოფილი მფლობელის, მერაბ ჟორდანიას შვილია.

''დენ ბოსხი'' სეზონის მეორე ნახევრისთვის ესპანეთში, სევილიაში მოემზადება. ლევან ჟორდანია კლუბთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა.

არნემის ''ვიტესის'' ასაკობრივი გუნდების გარდა ლევან ჟორდანია ჰოლანდიის რანგით მეორე ლიგის კლუბებში ირიცხებოდა. 2016-17 წლების სეზონში ''ახილესის'' ფეხბურთელი იყო, მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი კი ''ეინდჰოვენში'' გაატარა და 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ''დენ ბოსხის'' მთავარი აქციონერი  ლევან ჟორდანიას ძმა კახი გახდა.

''მიზანი ელიტაში დაბრუნებაა'' - მერაბ ჟორდანიას შვილმა ჰოლანდიური კლუბი შეიძინა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები