ტიბო კურტუა:
Aa
Aa

ტიბო კურტუა: "თამაშში ინტრიგის მოკვლა რამდენჯერმე შეგვეძლო, თუმცა"...

„ლა ლიგის“ მე-17 ტური „მადრიდის რეალისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. სანტიაგო სოლარის გუნდი სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და მხოლოდ და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

„სამეფო კლუბი“ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ სანტი კაზორლას შეჩერება ვერ მოახერხა და ამ უკანასკნელმა შეხვედრის 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ვილიარეალთან“ გამართული დაპირისპირების პერიპეტიებზე „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ, ისაუბრა. ბელგიელმა გოლკიპერმა ხაზი გამოუყენებელ მომენტებს და დაცვაში საშინელ ასპარეზობას გაუსვა.

„თამაშში ინტრიგის მოკვლა რამდენჯერმე შეგვეძლო, თუმცა ხელსაყრელი მომენტები გავაცუდეთ. სამწუხაროდ დაცვის ხაზში გარკვეული პრობლემები გვქონდა, რის გამოც მეორე გოლი მივიღეთ“.

„წარსულზე ფიქრს აზრი არ აქვს, ახლა კვირას გასამართი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. გუნდის თითოეული ფეხბურთელი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და დარწმუნებული ვარ მომდევნო შეხვედრაში თავის გამოჩენას შევძლებთ“.

„ვილიარეალთან“ დაზავების შემდეგ „ლოს ბლანკოსს“ 30 ქულა დაუგროვდა. „სანტიაგო ბერნაბეუს“ მკვიდრები მეოთხე ადგილს იკავებენ და უშუალო მდევარს, „ალავესს“, მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები