სუპერმატჩი მანჩესტერში - ტიტულის ბედი დღეს გადაწყდება, თუ?..
Aa
Aa

სუპერმატჩი მანჩესტერში - ტიტულის ბედი დღეს გადაწყდება, თუ?..

დღეს, მანჩესტერში, „ეტიჰედ სთედიუმზე“, პრემიერ ლიგის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება - „სიტის“ მეტოქე ლიდერი „ლივერპული“ იქნება.

მერსისაიდელები ჩემპიონატს 6 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, „სიტი“ კი მათ 7 ქულით ჩამორჩება. იურგენ კლოპმა და პეპ გუარდიოლამ დღევანდელი შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

ძალიან რთული მატჩია, მათ უძლიერესი გუნდი და საოცარი მწვრთნელი ჰყავთ. ჩვენ ისევე მამაცად უნდა ვითამაშოთ, როგორც სხვა შეხვედრებში. პირადად ჩემთვის, „სიტი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.

რაც შეეხება დე ბრუინის დაბრუნებას, იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ის მოედანზე დაბრუნდა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, კევინ დე ბრუინიც უნდა უყვარდეს“. - ამბობს კლოპი.

მეტოქე შეაქო გუარდიოლამაც, რომელმაც „ლივერპული“ და „მანჩესტერი“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბებად დაასახელა.

რეალობა ნათელია - ჩვენ 7 ქულით უკან ვართ და შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ სხვაობა შევამციროთ. ბევრი გვეკითხება, რა მოხდება თუკი წავაგებთ, თუმცა ეს ახლა მნიშვნელოვანი არაა, ჩვენ საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ჩემპიონატის მოსაგებად ვიბრძოლოთ.

არ მგონია, რომ რაც წარსულში მოხდა, მას მომავალზე გავლენა ჰქონდეს, ეს „ლივერპულია“, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბია“. - ციტირებს გუარდიოლას ინგლისური პრესა.

„სიტისა“ და „ლივერპულის“ მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის „ენფილდზე“ ოქტომბერში გამართული შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები