Aa
Aa

"სიტის" ლიდერი "რეალში"?

ძალიან საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს ბრიტანული skysports. სააგენტოს ცნობით, მადრიდის "რეალი" ინგლისური "სიტის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გადაბირებითაა დაინტერესებული. 

საქმე ეხება იაია ტურეს, რომელიც "ეტიჰედს" რომ დატოვებს ეს უეჭველია, ვინაიდან ზაფხულში იქ ბოსი პეპ გვარდიოლა ხდება და როგორც ირკვევა, მის გეგმებსა და სათამაშო მონახაზში 32 წლის (მაისში 33-ის გახდება) კოტ დივუარელი არ ჯდება. 

ასე რომ, "რეალი", რომელსაც FIFA-მ სატრანსფერო შეზღუდვა ცოტა ხნის წინ მოუხსნა, ზაფხულში ტურეს პრიმერა დივიზიონში დაბრუნებას ეცდება. ახმახი შუახაზელი ხომ 2007-10 წლებში მადრიდელთა მთავარი მეტოქის "ბარსელონას" ღირსებას იცავდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები