ჰასელბაინკი:''2003 წელს ''ბარსელონაში'' გადასვლასთან ახლოს ვიყავი''
Aa
Aa

ჰასელბაინკი:''2003 წელს ''ბარსელონაში'' გადასვლასთან ახლოს ვიყავი''

ლონდონის ''ჩელსის'' ყოფილმა ფორვარდმა ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკმა ''ბარსელონაში'' ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა. ჰოლანდიელს, რომელიც ლა ლიგაში მადრიდის ''ატლეტიკოს'' ღირსებას იცავდა, 2003 წელს ლუის ვან გალი ''ბარსელონაში'' იწვევდა. მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

ჰასელბაინკმა, რომელმაც ''ჩელსის'' მაისურით 169 მატჩში 81 გოლი შეაგდო, Sky Sports News Transfer Talk Podcast-თან ისაუბრა.

46 წლის ჰასელბაინკი, რომელიც 2015-16 წლების სეზონში ქპრ-ს მთავარი მწვრთნელი იყო, ლონდონური კლუბის ღირსებას 2000-04 წლებში იცავდა.

''ლუის ვან გაალს ''ბარსელონაში'' პატრიკ კლუივერტის კონკურენტად ვსურდი. შეთანხმება პარასკევს შედგა, უქმეებზე ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ვითამაშე, რანიერიმ მკითხა მსურდა თუ არა ''ბარსელონაში'' თამაში. მინდოდა ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' თამაშის შემდეგ წავსულიყავი.

ფილ ნევილმა კოჭში ჩამარტყა და მოედნის დატოვება მომიწია.  კოჭი დამისივდა, თუმცა ეს არ ყოფილა ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი. ''ბარსელონა'' ''ვალენსიასთან'' დამარცხდა, დილით კი ვან გალი მოხსნეს, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა.

''ჩელსი'' საოცარი გუნდია, სადაც ძალიან კარგი დრო გავატარე. კლუბს ჩემი გაყიდვა სურდა, რადგან კლუბის ხელმძღვანელებს ახალი ტრანსფერისთვის ფინანსები სჭირდებოდათ.''

ლუის ვან გალი რადომირ ანტიჩმა შეცვალა და ''ბარსელონა'' ჰასელბაინკით აღარ დაინტერესებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები