ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება

ყატარის დედაქალაქ დოჰაში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც საწყისი 2 შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო და ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

ნიკოლოზმა პირველ წრეში ალბერტ რამოსს აჯობა, დღეს კი 1/8 ფინალურ მატჩში რუს ანდრეი რუბლიოვს მოუგო. თანაც, ქართველმა თამაში კარგად გააკონტროლა და მისი სათავისოდ დასრულება დიდად არ გასჭირვებია - 6:3; 6:4.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც დღევანდელ 1/8 ფინალში უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩთან 3 სეტიანი ბრძოლა გადაიტანა.

ჯოკოვიჩი და ბასილაშვილი ერთმანეთს მეორედ შეხდებიან, მათ გასულ წელს რომის მასტერსზე ითამაშეს და ნოვაკმა 6:4; 6:2 მოიგო. აღნიშნული შეხვედრა 3 იანვარს, თბილისის დროით დაახლოებით 18 საათისთვისაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები