გუარდიოლა: ''თამაშის სტილი შევცვალო? ეს გამორიცხულია''
Aa
Aa

გუარდიოლა: ''თამაშის სტილი შევცვალო? ეს გამორიცხულია''

ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ პეპ გუარდიოლა ''მანჩესტერ სიტის'' თამაშის სტილის შეცვლას არ აპირებს.

კატალონიელმა მთავარმა მწვრთნელმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა:

''რატომ შევცვალო თამაშის სტილი? 2 მარცხის გამო? ეს გამორიცხულია.

ვბრაზდები, როცა ქულებს ვკარგავთ, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, უნდა ვიმუშავო უფრო მაგრად.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა, გუნდის თამაშის ანალიზი უნდა გავაკეთო და გუნდის წარმატებაზე ვიზრუნო.

''ბარსელონაში'' და ''ბაიერნში'' მუშაობისას დავმარცხებულვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თამაშის სტილი უნდა შევცვალო.''

პრემიერლიგის უკანასკნელ ორ შეხვედრაში ''ქალაქელები'' ''კრისტალ პალასთან'' და ''ლესტერთან'' დამარცხდნენ. დღეს, 30 დეკემბერს ''მანჩესტერ სიტი'' ''საუთჰემპტონს'' ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები