უარი
Aa
Aa

უარი "რეალს"! მოდრიჩი მიდის?

მადრიდის "რეალის" ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კლუბის წინადადება უარით გაისტუმრა. როგორც ჩანს "ბლანკოსის" ათიანი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

მადრიდელებმა თავიანთ ლიდერთან მოლაპრაკებები ახლახანს წამოიწყეს და ეს პირველი შეთავაზება იყო, თუმცა ფეხბურთელისგან ცივი უარი მიიღეს.

ესპანური პრესა ამ ყველაფერის მოდრიჩისადმი "ინტერის" ინტერესს უკავშირებს. როგორც ცნობილია მილანელებს ლუკას შეძენა ზაფხულშიც სურდათ, თუმცა "რეალმა" გარიგება ჩაშალა.

მადრიდელთა ბანაკში, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის ეს ახალი ამბავი არ გახლავთ. გუნდის დატოვებას ბევრ ფეხბურთელს უწინასწარმეტყველებენ.

"რეალი" მოდრიჩისთვის მეორე შეთავაზებას მოამზადებს და თუ მასზეც უარს მიიღებს, ასეთ შემთხვევაში ხორვატის გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იქნება.

საეჭვოა, რომ "ინტერს" ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის შეძენა იანვარში გამოუვიდეს. მილანელთა მცდელობები სავარაუდოდ ზაფხულამდე გადაიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები