Aa
Aa

"იუვე" უპერსპექტიულესი ფორვარდის შეძენასთან ახლოსაა...

ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრებისთვის მშვენიერ ახალ ამბავს აქვეყნებს იტალიური Corriere dello Sport. 

როგორც, სულ რამდენიმე წუთის წინ აღნიშნულმა გამოცემამ დაწერა "ბებერი ქალბატონის" მესვეურები ინგლისური "ფულჰემის" უნიჭიერესი თავდამსხმელის, მუსა დემბელეს ტრანსფერზე ნაყოფიერად მუშაობენ და დიდი შანსია, რომ ეს იმედისმომცემი შემტევი, რომელსაც ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, სულ მალე "იუვეში" ჩაირიცხოს. 

დემბელე 1996 წელს გახლავთ დაბადებული, ფრანგული "პსჟ"-ს სკოლის აღზრდილია, "ფულჰემში" კი 2012 წლიდან ასპარეზობს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები