მაურიციო სარი:
Aa
Aa

მაურიციო სარი: "დროა აზარის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღოთ"

„ლონდონის ჩელსის“ ვარსკლავის, ედენ აზარის, მომავალი ბურუსითაა მოცული. რამდენიმე დღის წინ ბელგიელმა შემტევმა განაცხადა, რომ „არისტოკრატების“ ისტორიაში შესვლა და კლუბის ლეგენდად ქცევა სურდა. მიუხედავად ამისა 27 წლის ფეხბურთელს „ლურჯებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაუწყია.

პრემიერ ლიგის მორიგი ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მაურიციო სარის საუბარი აღნიშნული საკითხის შესახებაც მოუწია. ჟურნალისტის კითხვას დარჩება თუ არა აზარი „ჩელსიში“, იტალიელმა სპეციალისტმა ასეთი პასუხი გასცა: „წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ დროა გადაწყვეტილება მივიღოთ“.

„მე მხოლოდ და მხოლოდ გუნდის გაწვრთნა მევალება და არც კლუბის პრეზიდენტი ვარ და არც სატრანსფერო პერიპეტიები მაბარია. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ვფიქრობ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ“.

„ედენი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას, როგორც ცრუ ცხრიანის პოზიციაზე, ასევე გარემარბად თამაში შეუძლია. მოწინააღმდეგე გუნდებს აზარის შეჩერება ძალიან უჭირთ და იგი თანაგუნდელებს ზონებს რეგულარულად უთავისუფლებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები