იგუაინს
Aa
Aa

იგუაინს "მილანის" დატოვება და "ჩელსიში" წასვლა სურს

ჯენარო გატუზოს „მილანს“ სერიოზული პრობლემები აქვს. „როსონერი“ საშინელ ფორმაში იმყოფება და გოლის გატანას ვერა და ვერ ახერხებს.

„შავ-წითლების“ წარუმატებელი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გონსალო იგუაინის საშინელი ასპარეზობაა. „პიპიტა“ ჩვეული შედეგიანობით ვერ გამოირჩევა და "სერია ა"-ს ეგიდით გამართულ 14 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი.

არგენტინელი თავდამსხმელი „როსონერის“ ვერ მოერგო და თუ იტალიურ გამოცემა “Sportmediaset”-ს დავუჯერებთ კლუბის დატოვება სურს. გავრცელებული ინფორმაციით იგუაინმა გუნდის მესვეურებს „ჩელსიში“ გაშვება მოსთხოვა. „არისტოკრატების“ თავკაცს, მაურიციო სარის, გონსალოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს და მისი გადმობირებით დიდი ხანია დაინტერესებულია.

„აპენინებური“ გაზეთების ცნობით ტრანსფერზე თანხმობა „იუვენტუსმაც“ განაცხადა. მოგეხსენებათ „პიპიტა“ „მილანში“ იჯარის წესით იმყოფება და სწორედ „ბიანკონერის“ საკუთრებაა.

"The Sun"-ის ცნობით „ლურჯებსა“ და „შავ-წითლებს“ შორის ფეხბურთელების გაცვლა მოხდება და იგუაინის სანაცვლოდ ლონდონელები ალვარო მორატას შეელევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები