Aa
Aa

"პსჟ"-ს აარონ რემზი სურს?

„პსჟ“ ადრიენ რაბიოს შემცვლელს აქტიურად ეძებს. L'Equipe-ის მიხედვით პარიზელები „არსენალის“ ნახევარმცველის, აარონ რემზის, გადმობირებით არიან დაინტერესებული. ამ უკანასკნელს კონტრაქტი 2019 წლის ბოლოს უმთავრდება და „მეთოფეებთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავს.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით „პსჟ“-მ „არსენალის“ წარმომადგენლებს და რემზის აგენტს წინადადებით უკვე მიმართა. როგორც ირკვევა ფრანგულ კლუბს სურს შეთანხმებას იანვარში მიაღწიოს. პარიზელები უელსელთან წელიწად-ნახევრიანი კონტრაქტის დადებას აპირებენ. რემზის გამოსასყიდი თანხა კი სავარაუდოდ 9-სა და 18 მილიონ ფუნტს შორის იმერყევებს.

აარონი „არსენალის“ ღირსებას 2008 წლიდან იცავს. ლონდონელების მაისურით მას 250 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდების კარის აღება 37-ჯერ მოახერხა. „პსჟ“ რემზის გარდა კიდევ რამდენიმე ნახევარმცველს უმიზნებს, რომელთა შორის მარიო ლემინა და ფრენკი დე იონგი ფიგურირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები