გენდუზი ობამეიანგზე:
Aa
Aa

გენდუზი ობამეიანგზე: "ის პრემიერ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელია"

უნაი ემერის „არსენალი“ წლევანდელ სეზონში მშვენივრად გამოიყურება. „მეთოფეებმა“ არც თუ ისე კარგი სტარტის შემდეგ დადებითი შედეგის დაფიქსირება ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში მოახერხეს და ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასაკუთრება სურთ.

ლონდონელების წარმატებული სვლა დიდწილად პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამსახურებაა. ამ უკანასკნელს გოლი გოლზე გააქვს და საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვის.

გაბონელ ფეხბურთელს „ნისლიან ალბიონზე“ ხშირად აქებენ. მის განსაკუთრებულობაზე ამჯერად მატეო გენდუზიმ ისაუბრა. ფრანგმა ნახევარმცველმა საკუთარი აზრი „Sky Sports“-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: „ობამეიანგი უდიდეს დახმარებას გვიწევს. პირადად ჩემთვის იგი პრემიერ ლიგაში საუკეთესო თავდამსხმელია. თუ პიერ-ემერიკი გოლების გატანას მომავალშიც გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ სეზონს სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დავასრულებთ“.

„ჩემთვის, როგორც ნახევარმცველისთვის, ობემაეინგთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო და მარტივია. იგი მცველების უკან შესანიშნავად იხსნება, საჯარიმოში ბრწყინვალედ გადაადგილდება და შეტევის გაგრძელებისთვის საჭირო ვარიანტების მოძებნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები