დიეგო გოდინის და მისი მეუღლის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

დიეგო გოდინის და მისი მეუღლის ღირსეული ჟესტი

ოთხშაბათს, დიეგო გოდინმა მეგობარ გოგონაზე, სოფია ერერაზე, იქორწინა. ცერემონია ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართა და უამრავ ცნობილ სახესთან ერთად ანტუან გრიზმანი და ლუის სუარესი დაესწრნენ. გოდინის რჩეული 25 წლისაა და „პენიაროლის“ ყოფილი ფეხბურთელის, პეპე ერერას, შვილია.

“Marca“-ს ინფორმაციით ახლად შეუღლებულმა წყვილმა უამრავი საჩუქარი მიიღო, რომელიც მათივე გადაწყვეტილებით საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

როგორც ესპანური გამოცემა იტყობინება ყველაფერი „პერეირა როსელის სახელობის“ საავადმყოფოს გადაეცემა. ეს უკანასკნელი ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადარჩენაზე და მათთვის საჭირო დახმარების გაწევაზეა ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ გოდინმა ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებისთვის მთლიანი სასტუმრო დაიქირავა და ყველაფერი თავად დაფარა.

დიეგო და „ატლეტიკო“ ფეხბურთს 6 იანვარს დაუბრუნდება. სიმეონეს გუნდი მესამე ადგილზე მყოფ „სევილიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები