ბანერი
Aa
Aa

ბანერი "ბლით სპარტანსის" სტადიონზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

ინგლისის ნაციონალური ლიგის ჩრდილოეთ კონფერენციის მკვიდრი გუნდის, „ბლით სპარტანსის“ შესახებ საფეხბურთო სამყაროს უდიდესმა ნაწილმა არაფერი იცოდა. ბოლო პერიოდში კი სოციალურ ქსელებში მის შესახებ თითქმის ყველა ლაპარაკობს.

„ბლით სპარტანსმა“ „ნისლიან ალბიონზე“ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მიზეზი კი საკმაოდ უცნაურია. „სპენიმურის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გუნდის საშინაო არენაზე ჩრდილოეთ კორეული ტურისტული კომპანიის ბანერი გამოჩნდა, რომელზეც ასეთი წარწერა გახლდათ გამოტანილი - „ეწვიეთ ჩრდილოეთ კორეას“.

„ბლით სპარტანსის“ ქომაგებმა საკუთარი პოზიცია „ტვიტერის“ მეშვეობით დააფიქსირეს და მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვეს. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეული კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ სარეკლამო ბმულები კლუბის საიტზე და სოციალურ ქსელებშიც გამოქვეყნდება.

ტურისტული ორგანიზაცია კოოპერაციისთვის „ბლით სპარტანსს“ მადლობას უხდის. მათი აზრით ინგლისური კლუბი ღირსეულად იქცევა და მოსახლეობას მსოფლიოს შესახებ განსხვავებული შეხედულების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

როგორც აღვნიშნეთ ინტერნეტსივრცეში "ბლით სპარტანსის" გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბრიტანელების აზრით "ნისლიან ალბიონზე" მოასპარეზე ნებისმიერი გუნდი დიქტატურული რეჟიმის წარმომადგენელთან არ უნდა თანამშრომლობდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები