Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ჰიუსტონი - ბოსტონი 127 – 113

„ჰიუსტონ როქეთსი“ ჩვეულ სტილში ათამაშდა. განსაკუთრებით გუნდის უდავო ლიდერი, ჯეიმს ჰარდენი, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. შარშანდელი სეზონის MVP შეუჩერებელია და გამონაკლისი არც „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ყოფილა.

ჰარდენმა 45 ქულა მიითვალა. ჯეიმსის გარდა 24 ქულით კლინტ კაპელა გამოირჩა, ხოლო ერიკ გორდონმა გუნდს 20 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ტეხასელების მსროლელმა მცველმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებლის გამეორება მოახერხა და „სელტიკსს“ 9 სამქულიანი ჩაუგდო.

„ბოსტონს“ 23 ქულით კაირი ირვინგმა ულიდერა. მარკუს მორისმა გუნდს 19 ქულა შესძინა, ხოლო ალ ჰორფორდმა 15 ქულა მიითვალა.

გოლდენ სტეიტი - პორტლენდი 109 – 110

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“ არასტაბილურ სვლას განაგრძობს. „მეომრებმა“ ამჯერად საკუთარ მოედანზე „პორტლენდს“ უმასპინძლეს და ოვერტაიმში 1 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

„ტრეილ ბლეიზერსს“ გამარჯვება დემიენ ლილარდის სამქულიანმა მოაპოვებინა, რომელიც მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე ჩააგდო.

„უორიორსს“ 29 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. კევინ დურანტმა აქტივში 26 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. კლეი ტომპსონმა გუნდს 15 ქულა შემატა, ანდრე იგუდალა კი 7 ქულით გამოირჩა.

„პორტლენდის“ რიგებში 27 ქულით საუკეთესო იუსუფ ნურკიჩი გახლდათ. მაკკოლუმმა თავი 24 ქულას მოუყარა, ხოლო დემიენ ლილარდმა 21 ქულა დააგროვა.

სხვა მატჩების შედეგები

მილუოკი - ნიუ იორკი 112 – 96

საკრამენტო - ლეიკერსი 117 – 116

იუტა - ფილადელფია 97 - 114

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები