ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
Aa
Aa

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

თბილისში ძიუდოში სტარტი საქართველოს ჩემპიონატმა აიღო.

ტურნირის პირველ დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

60 კილოგრამში ოქროს მედალი თემურ ნოზაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ჯაბა პაპინაშვილი დაამარცხა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ნიკო ჭიკაიძე გახდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჩემპიონმა გიორგი გუგულაშვილს აჯობა.

73-ში ჩემპიონობა ფრიდონ გიგანმა მოიპოვა. გიგანამა ფინალურ ბრძოლაში ვალერი იაშვილს მოუგო.

საქართველოს ჩემპიონატი ხვალ 28 დეკემბერს დასრულდება.

ტურნირის ბოლო დღეს პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან

ცხელი ამბები