Aa
Aa

ნიღბიანი თოკო, ჩამომსხვრეული ფარი და მნიშვნელოვანი გამარჯვება "ხიმკისთან"

თორნიკე შენგელიას და მეთიუ ჯენინგის „ბასკონია“ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ვიტორიელები ესპანეთის ჩემპიონატში დამაჯერებლად გამოიყურებიან, მაგრამ ევროლიგის გათამაშება ცუდად დაიწყეს. საბედნიეროდ ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა და „ბასკონია“ მეტოქეებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე ამარცხებს.

ევროპული კალაბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეთხუთმეტე ტურში ვიტორიელთა ოპონენტი „ხიმკი“ გახლდათ. შენგელიამ და კომპანიამ ბრწყინვალად იასპარეზეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ვიტორიელებს ევროლიგაზე უკანასკნელი 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვთ წაგებული.

 

მატჩი „ბასკონიას“ უპირატესობით დაიწყო. „ხიმკიმ“ სიტუაციის გამოსწორება მესამე მეოთხედში სცადა და აღნიშნული პერიოდი 8 ქულიანი სხვაობით მოიგო, თუმცა ვიტორიელებმა გადამწყვეტი თორმეტწუთეული შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოო ჯამში 85-77 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 21:35 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს 8 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. თოკომ 7-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. მეთიუ ჯენინგმა სასტარტო ხუთეულში იასპარეზა და 31:39 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“ბასკონიამ” 7 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ვიტორიელები მომდევნო შეხვედრას სტუმრად, „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავენ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები