ყაზანის ''რუბინი'' ლაშა დვალით დაინტერესდა
Aa
Aa

ყაზანის ''რუბინი'' ლაშა დვალით დაინტერესდა

პოლონური ''პოგონის'' ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი შესაძლოა ყაზანის ''რუბინის'' ფეხბურთელი გახდეს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუსულ კლუბს დვალის შეძენა სურს.

crystalsport-ის ინფორმაციით რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკება არ დაწყებულა. 

''რუბინის'' მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევია. ყაზანური კლუბი პრემიერლიგაში 25 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

დვალმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო. გერმანული ''დუისბურგის,'' ვროცლავის ''შლიონსკისა'' და თურქული ''ქასიმფაშას'' ყოფილმა მოთამაშემ ერთა ლიგის 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მოთამაშის სიმაღლე 191 სანტიმეტრია. მან 2017 წელს ნახევარი სეზონი ყაზახურ ''ირტიშში'' გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები